საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს
ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.
„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

მასალის გამოყენების პირობები