მოწერელია ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე - გამორიცხული არაფერი არ არის
ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე ისაუბრა. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით,
შეზღუდვების დაწესება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს და ეს შექმნილი მდგომარეობით იქნება განპირობებული.
"რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას - ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს", - თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება.

მასალის გამოყენების პირობები