ჯანდაცვის მინისტრი: რუხის კლინიკა ამ ეტაპზე 72 პაციენტის მიღებას შეძლებს
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს რუხის კლინიკა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მდგომარეობას.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილეზებული. მან აღნიშნა, რომ რუხის საავადმყოფო 72 პაციენტის მიღებას შეძლებს, მათგან 14 რთულის ან გართულებულის.
"ჩვენ კიდევ ვაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს შესაძლებლობებს. ეტაპობრივად ამ რიცხვის გაორმაგება მოხდება და შემდეგ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური კლინიკა", – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, კლინიკა ამ ეტაპზე კოვიდინფექციით დაავადებულ პაციენტებს მოემსახურება.

მასალის გამოყენების პირობები