ჭყონდიდის მიტროპოლიტი მოხუცებს, ბავშვებსა და ქრონიკულ ავადმყოფებს ღამით ტაძარში მისვლისგან თავის შეკავებას სთხოვს
გვიან ღამით სააღდგომო ლიტურგია მხოლოდ მარტვილის საკათედრო ტაძარში გაიმართება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა უთხრა.
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიის სხვა ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხვალ დილით ჩატარდება.
"ჩვენთან არის პირობები, რომ ღია ცის ქვეშ, დიდ სივრცეში ჩატარდეს და ვატარებთ უძველესი წესით. როცა არაა ასეთი პირობები, ჯობია, დილით ჩატარდეს, ამიტომ ვატარებთ დილით ეპარქიის სხვა ტაძრებში. მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ვთხოვთ, რომ მშვიდად, ხვალ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მოვიდნენ და არაა აუცილებელი მაინცდამაინც აღდგომის ღამით მოვიდნენ ტაძარში. ჩვენ გვექნება ხმის გამაძლიერებლები და მთელი მარტვილი მოისმენს ღვთისმსახურების ხმას",- ამბობს ეპისკოპოსი.
მისივე თქმით, მრევლის ის ნაწილი, რომელსაც სურს დღეს ღამის წირვას დაესწროს, ტაძარში საღამოს 9 საათამდე, ფეხით მივა.

მასალის გამოყენების პირობები