ზუგდიდში დევნილთა ნაწილმა სააღდგომოდ დარიგებული საჩუქრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა სააღდგომოდ საჩუქრები დაურიგეს.
დევნილთა ნაწილმა 1 პასკის და 20 კვერცხისგან შემდგარი ნობათი გააპროტესტა. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, როდესაც მოქალაქეები სახლიდან ვერ გადიან, მთავრობას მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მათ მიმართ.
„სოციალურზე ვართ უმრავლესობა დამოკიდებული. მეორე დღის საჭმელი არაფერი გვაქვს. მადლობა რაც მოიტანეს მაგაზე, მაგრამ როგორ უნდა ვიარსებოთ ? უფრო გაამკაცრონ - არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ მოგვხედონ, შიმშილი მოგვკლავს თუ კორონა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? აქ ვცხოვრობთ სოციალურად დაუცველები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, ონკოავადმყოფები - რომ ამბობენ თანხები ირიცხებაო, სად მიდის ეს თანხები?", - ამბობენ დევნილთა დასახლებაში.
აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-სვანეთის წარმომადგენლობის სპეციალისტის მურმან მალაზონიას ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში სააღდგომო ნობათი დღეს დაახლოებით 320 ოჯახს დაურიგდა.

მასალის გამოყენების პირობები