ზუგდიდის ინფექციურში აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული საბერიოდან გადაყვანილი ქალის განმეორებითი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, რაც ნიშნავს,
რომ ის გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახურში ადასტურებენ. ამავე ცნობით, პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
50 წლამდე ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მას COVID-19 30 მარტს დაუდასტურდა. ის რიგით მეორე პაციენტია, რომელიც ზუგდიდის ინფექციურში განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა სამეგრელოში 25 მარტს გამოვლინდა.

მასალის გამოყენების პირობები