საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა									
			
								საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა. 
საავადმყოფოს რეგიონული დირექტორის ლევან ანთიძის ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.
"პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები", - თქვა მან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამავე ცნობით, გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.
			
მასალის გამოყენების პირობები