ზუგდიდიდან ლუგარის ლაბორატორიაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები დედა-შვილის ანალიზები გააგზავნეს
ზუგდიდში, საკარანტინო სივრცეში მყოფი დედა-შვილის ბიომასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის
მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ჟურნალისტებს უთხრა. ამავე ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ, ბავშვის ტრავმის გამო გადმოვიდნენ, უკან დასაბრუნებლად კი კორონავირუსზე ანალიზის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას თქმით, ანალიზის პასუხი დღესვე გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას თქმით, ანალიზის პასუხი დღესვე გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები