აკრძალვის მიუხედავად ზუგდიდში მოქალაქეებს სასაფლაოებზე უშვებენ
ზუგდიდში, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოქალაქეებმა შესვლა მაინც შეძლეს.
ერთ-ერთმა მათგანმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ნებართვით შევიდნენ.
"პოლიციას ვკითხე, თუ შეიძლებოდა სასაფლაოზე შესვლა, მითხრა შედი, პრობლემა არ არისო. მისი ნებართვის შემდეგ მე და ჩემი ბიძაშვილი შევედით ბებიას სასაფლაოზე, სანთლები დავანთეთ და გამოვედით. იყო სულ რამდენიმე ადამიანი სასაფლაოებზე", - გვითხრა მან.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, მან სასაფლაოზე მას შემდეგ გადაწყვიტა წასვლა, რაც მეზობლისგან გაიგო, რომ ეს შესაძლებელია.
"შვილები ჰყავს გარდაცვლილი და სულ დადის. მითხრა თითო-თითოდ უშვებენო და მეც მოვედი. სანთელი დავანთე და უკან გამოვბრუნდი", - ამბობს ის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილია და ვითარებას პოლიციელები აკონტროლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
"რეგიონში არსებული სასაფლაოები დაკეტილია. სასაფლაოებთან მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე შინაგანი ჯარის წარმომადგენლები. სოფლებში აკონტროლებენ უბნის ინსპექტორები. არ გამოვლენილა სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი. მინდა საზოგადოებას, მოქალაქეებს მადლობა გადავუხადო მაღალი თვითშეგნებისთვის", - თქვა ვიბლიანმა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით სასაფლაოები 2 დღის წინ 10 დღით დაიკეტა. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევისთვის მოქალაქეს 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ახალი რეგულაცია არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

მასალის გამოყენების პირობები