დადიანების მუზეუმი იტალიის დროშის ფერებში განათდა
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობა იტალიელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშის
ფერებში განათდა. შესაბამის ფოტოს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
"დღეს ერები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებით სოლიდარულები არიან! მსოფლიოში სხვადასხვა ერისა თუ აღმსარებლობის, პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები გაერთიანებულები არიან COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში! ზუგდიდს იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლისთან მეგობრობა აკავშირებს! მათ სიმბოლური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ! ერთად აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს!", - წერს კონსტანტინე კაკავა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 181 228 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 24 114 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები