აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს
კორონავირუსით დაინფიცირებული 1925 წელს დაბადებული პაციენტი, რომელიც ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას აფხაზეთში მოსახლეობის COVID -19 - გან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პირველი ინფიცირებული ამავე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას რამდენიმე დღეში გაწერენ, ასევე სტაბილურია, მეორე ინფიცირებულის მდგომარეობაც.
20 აპრილის მონაცემებით, ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა. მათი ანალიზების პასუხი უარყოფითია, წერს "აფსადგილ ინფო".
ამავე ცნობით, გუდაუთის ჰოსპიტალში მედიკოსების ერთმა ცვლამ დაასრულა მორიგეობა, ისინი ტესტირებას გაივლიან და 14 დღიან კარანტინში დარჩებიან. მათ ექიმების მეორე ჯგუფი ჩაენაცვლა.
დღეის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი შემთხვევა - მისი კონტაქტებია.

მასალის გამოყენების პირობები