საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420 -მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 420 ადამიანი შეადგინა. მონაცემები stopcov.ge -ზე
არის განთავსებული.
ამავე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია - 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.
ინფორმაციისთვის, 420 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მასალის გამოყენების პირობები