ოპერატიული შტაბი: გაგრაში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინიფიცირებული ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ერთ - ერთის მდგომარეობას
მედიკოსები აფასებენ, როგორც მძიმეს და არასტაბილურს. 95 წლის ქალი 25 აპრილს გადაიყვანეს საავადმყოფოში, მანამდე პაციენტი უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და სახლში მკურნალობდა.
პირველი ინფიცირებული, ჯერჯერობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, მას რამდენიმე დღეში გაწერენ. მეორე კი უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში იმყოფება. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, დღე- ღამის განმავლობაში 7 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. Covid – 19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
22 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა. პირველი - 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი - მისი კონტაქტებია.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, მუშაობა ეტაპობრივად და შეკვეცილი გრაფიკით განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა. თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
პირველი ინფიცირებული, ჯერჯერობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, მას რამდენიმე დღეში გაწერენ. მეორე კი უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში იმყოფება. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
22 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა. პირველი - 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი - მისი კონტაქტებია.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, მუშაობა ეტაპობრივად და შეკვეცილი გრაფიკით განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა. თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
მასალის გამოყენების პირობები