თურქეთის ელჩმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა
წალენჯიხაში და ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა.
ინიციატივა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ფატმა სერენ იაზგანს ეკუთვნით. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ამ ადამიანების მძიმე ყოფას მცირედით მაინც შევამსუბუქებთ, რისთვისაც უღრმესი მადლობა თურქეთს ელჩს ქალბატონ სერენ იაზგანს", -აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მასალის გამოყენების პირობები