დღეიდან ზუგდიდში Covid 19-ზე კვლევა "პრაიმედის" ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი
სამედიცინო კორპორაცია "პრაიმედის" ზუგდიდის ლაბორატორიაში COVID 19-ზე პირველი PCR ტესტები გაკეთდა. ინფორმაციას "პრაიმედის"
პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველივე დღეს ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა. ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას თქმით, ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო.
"პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID 19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით", - თქვა "პრაიმედის" ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.
დღესვე ლაბორატორიაში განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტსაც, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ 14 დღიან თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა.
PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირება არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც Covid 19-ის დასადგენად იყენებენ. სწორედ ამ ტესტს უწევს რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან ის მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

მასალის გამოყენების პირობები