საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შესყიდული ვარდები ზუგდიდის მიტროპოლიტს აჩუქეს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტს მოქალაქეებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შესყიდული ყვავილები აჩუქეს.
როგორც რადიო "ათინათს" კამპანიის ორგანიზატორმა ნანა ბეღელაძემ უთხრა, ამ სახით მათ მეუფე გერასიმეს მიმართ მადლიერების გამოხატვა უნდოდათ.
"იდეა გაჩნდა მაშინ, როცა გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე ქადაგებისას ცრემლებს ვერ იკავებს. გვინდოდა მადლიერება გამოგვეხატა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოიჩინა. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო წელს პოპულარული გახდა ფერმერებისა და მცირე მეწარმეების დახმარება. წყალტუბოში მდებარე ერთ-ერთი სათბურის მეპატრონეს, ლევან ლექვაძეს ფაქტიურად ჩაუვარდა ბიზნესი, არ ეყიდებოდა ყვავილები, ამიტომ სოციალურ ქსელში განვათავსე ამის შესახებ ინფორმაცია და ანგარიშის ნომერი. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უბრალო მოქალაქეებმა ჩარიცხეს ხან 1, ხან 2 ლარი და შეგროვდა 1000 ლარზე მეტი. ამ თანხით შევიძინეთ ვარდები, რომელიც მეუფეს მისი გულიანი და სიყვარულით სავსე მიმართვისთვის გადავეცით. სანერგეს მეპატრონის დახმარების სურვილს ასე დაემთხვა ეს ამბავიც. ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩაერთო", - გვითხრა ნანა ბეღელაძემ.
მისივე ინფორმაციით, შესყიდულ ყვავილებს 200 ცალი ლევან ლექვაძემ საკუთარი სურვილით დაამატა და ჯამში 1300-მდე ვარდი ზუგდიდიში ჩაიტანა.
შემოწირული ვარდებით კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის სამღვდელოებამ და მრევლმა საკათედრო ტაძარი მორთო.

მასალის გამოყენების პირობები