გუდაუთის საავადმყოფოში კორონოვირუსით ინიფიცირებული არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა გუდაუთის ჰოსპიტალი დატოვა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კოვიდინფექციაზე სამ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი ანალიზის პასუხები - უარყოფითია, წერს "აბხაზია ინფორმი".
დღეის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი - 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი, მისი კონტაქტებია. მათ შორის 95 წლის ქალი, რომელიც 26 აპრილს გარდაიცვალა, თავდაპირველად ის უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე, თუმცა, მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 20 აპრილს პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეორე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და უკვე სახლში იმყოფება. ის 21 აპრილს გაწერეს გუდაუთის საავადმყოფოდან.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, მუშაობა ეტაპობრივად განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა. თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

მასალის გამოყენების პირობები