ზუგდიდელმა ფერმერმა 1 ტონაზე მეტი მარწყვი შინ მიტანის სერვისის საშუალებით გაყიდა
ზუგდიდელმა ნანა ფიფიამ 3 ტონაზე მეტი მარწყვის რეალიზება უკვე მოახერხა. ფერმერი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე 2 ტონა მარწყვის გაყიდვა მოახერხა, ხოლო მას შემდეგ, რაც გადაადგილება შეიზღუდა, შინ მიტანის
სერვისი დანერგა.
„მთელი ორი თვე ვაბარებდით საკონდიტრო და კვების ობიექტებში. ორ ტონაზე მეტის გაყიდვა შევძელით. ბოლოს კი შინ მიტანის სერვისი დავნერგეთ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და პანდემიას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. დაახლოებით 1 ტონა მარწყვი მივუტანეთ მომხმარებლებს სახლში. გადაადგილების ნებართვა კი მერიიდან მივიღეთ“, - თქვა ნანა ფიფიამ.
კენკროვანი კულტურის სათბური სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დაათვალიერა. დავით ვერავას თქმით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ჰქონიათ გადაადგილების და საქმიანობის განხორციელების პრობლემა.
,, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება” - თქვა დავით ვერავამ.

მასალის გამოყენების პირობები