აფხაზეთში საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გახანგრძლივდება
სოხუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გაახანგრძლივა.
შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო, წერს "აბხაზია ინფორმი".
ამავე ცნობით, საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები 4 მაისიდან ეტაპობრივად მოიხსნება საზოგადოებრივი და შიდასაქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე. ასევე ამოქმედდება სილამაზის და კოსმეტოლოგიური, მასაჟის და SPA-სალონები, ფიტნეს - ცენტრები და სპორტული დარბაზები. 20 აპრილიდან გაიხსნა აგრარული ბაზრების ნაწილიც, რომლებიც კვირაში სამ დღეს მუშაობენ.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები