სოხუმში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმმა საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გაახანგრძლივა, ამ რეჟიმით გათვალისწინებული
ზოგიერთი შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. კერძოდ, 1 მაისიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, ის მხოლოდ აგრარული ბაზრების მუშაობის დღეებში იმოძრავებს, წერს "აფსადგილ ინფო".
ასევე, დღეიდან მუშაობა განაახლეს სილამაზის და კოსმეტოლოგიურმა სალონებმა. ამავე ცნობით, იმ დღეებში, როდესაც აგრარული ბაზრები დაკეტილია, ტანსაცმლის ბაზრობა იფუნქციონირებს.
აგრარული ბაზრების ნაწილი უფრო ადრე, 20 აპრილიდან გაიხსნა. ისინი კვირაში 3 დღე მუშაობენ. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
ასევე, დღეიდან მუშაობა განაახლეს სილამაზის და კოსმეტოლოგიურმა სალონებმა. ამავე ცნობით, იმ დღეებში, როდესაც აგრარული ბაზრები დაკეტილია, ტანსაცმლის ბაზრობა იფუნქციონირებს.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები