საქართველოში Covid 19-ით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის
ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 71 წლის ქალია და მას თანმდევი ქორნიკული დაავადებები ჰქონდა.
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი.
ამავე ცნობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 551 ადამიანი, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 5152 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები