ზუგდიდის ინფექციურში დღეს COVID 19-ზე ტესტირება 81 პირს ჩაუტარდა 									
			
								ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე PCR ტექნოლოგიით 81 ადამიანი, მათ შორის მედიკოსები გამოიკლიეს.  
ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების გამოკვლევა ხვალაც გაგრძელდება. 
"ლაბორატორიამ სრული დატვირთვით დაიწყო დღეიდან მუშაობა. დღეს ერთდროულად 81 პაციენტს გამოვიკვლევთ COVID 19-ზე. უკვე ადგილზეა ჩინური რეაქტივები, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვექნება. ხვალ სხვა პაციენტებთან ერთად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოვიკვლევთ. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი დინამიკა სამეგრელოში შენარჩუნებულია", - ამბობს ლელა ქაჯაია.
სამედიცინო კორპორაცია "პრაიმედის" ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტირება 25 აპრილიდან დაიწყო.
			
მასალის გამოყენების პირობები