საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 60 წლამდე ქალი,
რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო. მას საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის მანძილზე მკურნალობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
"მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენს კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი", - თქვა ლევან რატიანმა.
დღეის მონაცემებით, კორონოვირუსით ინფიცირებულების რიცხვი საქართველოში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა, გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები