ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულ 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 86 პირიდან ორს Covid 19 დაუდასტურდა. საავადმყოფოს
პრესსამსახურის ინფორმაციით ორივე მათგანი ბავშვია და ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე ზონაში დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ამავე ცნობით, ისინი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან.
4 და 7 წლის ბავშვების დედას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რომელ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ პაციენტებს.
ამ დროისთვის ინფექციურის ლაბორატორიაში გამოკვლეული 45 პირის ანალიზის პასუხია მიღებული, დანარჩენი 41-ის ტესტირების შედეგი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები