ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულებიდან კოვიდ-19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე გამოკვლეულთა შორის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ ამბობენ,
რომ კიდევ 2 საეჭვო ანალიზზე განმეორებითი ნიმუშების აღება ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ეს პირი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადმოიყვანეს. მას დღეს უნდა დაეტოვებინა ეს სივრცე, თუმცა, როგორც წესია ერთი დღით ადრე აუღეს ანალიზი და დაუდგინდა კოვიდ-19. ის სამკურნალო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ეს პირი არ არის ზუგდიდელი “, -ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
გუშინ აღებული ანალიზებიდან კი კოვიდ-19 ორ ბავშვს დაუდასტურდა. ისინი თბილისში გუშინ, ღამით გადაიყვანეს. ბავშვები თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.

მასალის გამოყენების პირობები