ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19-ზე საეჭვო ანალიზის მქონე პირი ქუთაისში გადაიყვანეს
ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსებული პაციენტის ანალიზი საეჭვო იყო და მისი ქუთაისში გადაყვანა გადაწყდა.
ნანა ოდიშარიას თქმით, საეჭვო სიმტომების მქონე პირს ქრონიკული დაავადებებიც აქვს.
„გუშინ რუხის საავადმყოფოში მოთავსებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა და მისი მკურნალობა გრძელდება“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
ამ ეტაპზე ანაკლიის საკარანტინო ზონაში 79 მოქალაქე რჩება, მათგან სამს დაკვირვების პერიოდი დღეს უმთავრდება. რაც შეეხება ანალიზებს, გუშინ, 6 მაისს ჩატარებული 127 კვლევიდან 81- პასუხი უარყოფითია.

მასალის გამოყენების პირობები