ექიმი: ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ქუთაისში გადმოყვანილ პირთან კოვიდ-19 უსიმპტომოდ განვითარდა
ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სუსტად გამოხატული კოვიდდადებითია.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს. ექიმის, თემურ ნადირაძის განმარტებით, ანტისხეულზე დამყარებული სწრაფმა ტესტმა იმუნოგლობულინი G ანუ გვიანი მარკერი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი არ არის ახალი და მას კოვიდ-19 უსიმპტომოდ ჰქონდა.„აქვს ქრონიკული დაავადებებიც, თუმცა მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. არა აქვს პნევმონია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კიდევ ჩაუტარადება კოვიდ-19-ზე კვლევები“, - თქვა თემურ ნადირაძემ.
ინფორმაციისთვის, სპეციალისტების განმარტებით, ორიდან ერთ-ერთი სწრაფი ტესტი, რომელიც სისხლში ანტისხეულის აღმოჩენაზეა დაფუძნებული, ორი ტიპის ანტისხეულს - იმუნოგლობულინ G-ს და იმუნოგლობულინ M-ს ეძებს. M ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფაზაშია, ხოლო G ჩნდება მაშინ, როცა პირს ინფექცია თითქმის გადატანილი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები