11 მაისიდან საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა ყველა მაღაზია გაიხსნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირის ორშაბათიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა,
გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.
„თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.
მისი ინფორმაციით, დღეს დაანონსებული ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა ითვალისწინებს ბიზნესექტორის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ შემუშავებული წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - თქვა მთავრობის მეთაურმა.
მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას გაუგზავნის შეტყობინებას, სად შეიძლება მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვის.
„თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - თქვა მთავრობის მეთაურმა.
მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას გაუგზავნის შეტყობინებას, სად შეიძლება მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვის.
მასალის გამოყენების პირობები