აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული 190 - მდე კურსანტი კარანტინში გადაიყვანეს
რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები აფხაზეთში ბრუნდებიან. 188 პირი უკვე გადაიყვანეს საკრანტინო ზონებში.
ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სასწავლო პროცესის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლის ნოდარ ავიძბას თქმით, ჩამოსულები სპეციალურად აღჭურვილი სანიტარული ტრანსპორტით გადაჰყავთ, სამხედრო ავტოინსპექციის თანხლებით. უწყების ცნობით, კურსანტების რესპუბლიკაში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება.
რუსეთის შეაიარაღებულ ძალებსა და უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, 4 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 189 შემთხვევაა დაფიქსირებული. "ინტერფაქსის" ცნობით, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლის ნოდარ ავიძბას თქმით, ჩამოსულები სპეციალურად აღჭურვილი სანიტარული ტრანსპორტით გადაჰყავთ, სამხედრო ავტოინსპექციის თანხლებით. უწყების ცნობით, კურსანტების რესპუბლიკაში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები