ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19 სამ პირს დაუდასტურდა									
			
								სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3-ს ახალი კორონავირუსი  დაუდასტურდა, 2-ის პასუხს ელოდებიან, ხოლო 41 უარყოფითია.  
ინფიცირებულები თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.
„დადასტურებულიდან 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია. მათგან ორი (ქალი და მამაკაცი) ოჯახის წევრია, მესამე კი არის 25 წლის ქალი. ეს პირები პირველ მაისს შეიყვანეს საკარანტინო სივრცეში და დღეს უწევდათ გასვლა . როგორც წესი 24 საათით ადრე იღებენ ანალიზს და სწორედ აქ გამოჩნდა ინფექცია “, - ამბობენ გუბერნიაში.
გასულ კვირაში, ანაკლია-საკარენტინო ზონიდან ახალი კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა. ერთი მათგანი რუხის კლინიკაში მკურნალობს, ხოლო მეორე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე, კოვიდ-19 კიდევ ორ ბავშვს დაუდგინდა. ისინი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.
			
მასალის გამოყენების პირობები