აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 - მდე გაიზარდა
გასული დღე- ღამის განმავლობაში, აფხაზეთში 58 პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ისინი ამ დღეებში დაბრუნდნენ რუსეთიდან სოხუმში და საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, წერს ინტერნეტ გამოცემა "აფსადგილ ინფო".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

მასალის გამოყენების პირობები