15 მაისიდან აფხაზეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება
ხვალიდან აფხაზეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა განახლდება.
შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "აფსადგილ ინფო".
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა "მთავრობამ" 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები.
დღეის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები