აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდგინდა
აფხაზეთში დღეს კიდევ 27 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. კოვიდ ინფიცირებულთაგან ერთი - რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ დღეებში დაბრუნდა სოხუმში. მეორე - აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, დაღესტნის რესპუბლიკიდან. პირველს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, მეორე პაციენტს მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ლაზარეთში გაივლის მკურნალობას, წერს "აბხაზია ინფორმი".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა განახლდება.

მასალის გამოყენების პირობები