რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 7 პირი მკურნალობს
რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ დროისთვის სულ 17 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 7 კოვიდ დადასტურებული შემთხვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
საავადმყოფოს კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, შვიდიდან სამი პაციენტი ზუგდიდელი ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია.
„სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან გუშინ გვიან საღამოს. ორი არის მოზარდი და ერთი არის ხანდაზმული ქალბატონი. სტაბილურია მათი მდგომარეობა, არის გარკვეული ცვლილებები ქალბატონთან, ეს შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, გარკვეულ ლაბორატორიულ მონაცემებს. ოღონდ კლინიკურად ჯერჯერობით კომპენსირებულია მისი მდგომარეობა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები“, – თქვა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
მისივე განმარტებით, 42 წლის მამაკაცი, რომელიც რუხის კლინიკაში 14 მაისს მოათავსეს, თბილისშია გადაყვანილი.
"გარკვეულად პრობლემური სიტუაცია იყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პაციენტი გადაგვეყვანა შესაბამის კლინიკაში", - აღნიშნა ქარცივაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, სამი პირი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, კიდევ ერთი ინფიცირებული კი ქალია, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან გასულ კვირას გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან გუშინ გვიან საღამოს. ორი არის მოზარდი და ერთი არის ხანდაზმული ქალბატონი. სტაბილურია მათი მდგომარეობა, არის გარკვეული ცვლილებები ქალბატონთან, ეს შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, გარკვეულ ლაბორატორიულ მონაცემებს. ოღონდ კლინიკურად ჯერჯერობით კომპენსირებულია მისი მდგომარეობა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები“, – თქვა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
"გარკვეულად პრობლემური სიტუაცია იყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პაციენტი გადაგვეყვანა შესაბამის კლინიკაში", - აღნიშნა ქარცივაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, სამი პირი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, კიდევ ერთი ინფიცირებული კი ქალია, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან გასულ კვირას გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მასალის გამოყენების პირობები