ინგა ჩანბა კორონავირუსზე: თუ წესებს არ დავიცავთ, აფხაზეთში სიტუაცია შეუქცევადი გახდება
გუდაუთის რაიონის მთავარი ექიმის ინგა ჩანბას განცხადებით, აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. მისი მიმართვა
დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან 2 - მეტრიანი დისტანცია, არ შეიკრიბონ ხალხმრავალ ადგილებში, დახურულ სივრცეში კი ნიღბები ატარონ.
"თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, ცუდ დღეში ჩავვარდებით და მედიცინა ამას ვერ მოერევა" , - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მიუხედავად მედიკოსების გაფრთხილებისა, მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ, თვითიზოლაციის რეჟიმს არ იცავენ.
"მამაკაცი ჩამოვიდა ორ ბავშვთან ერთად არასასურველი კერიდან 4 მაისს, ხოლო 5 მაისს ის ოჩამჩირეში სამძიმარზე წავიდა. თავად ის კოვიდ უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა საინკუბაციო პერიოდი არ იყო დასრულებული. ადამიანები უნდა იცავდნენ თვითიზოლაციის რეჟიმს. ჩვენ ფსოუდან გვაწოდებენ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც საზღვარს კვეთს. ჩვენ ვურეკავთ ამ ადამიანებს და მოვუწოდებთ, დარჩნენ თვითიზოლაციაში. ყველა პირობას გვაძლევს, ყველას თითქოს ესმის ყველაფერი, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ჩვენთან კორონავირუსი არაა და ეს ყველაფერი გამოგონილია. თუმცა, როგორც კი აღმოჩნდება, რომ ვინმე დაინფიცირდა, პანიკა იწყება. თხოვნა ასეთია: პანიკას ნუ მიეცემით, უნდა დაიცვათ თვითიზოლაციის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია შეუქცევადი გახდება", - ამბობს ჩანბა.
დღეის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა ნაწილი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები არიან, ერთი კი - აფხაზეთში დისლოცირებული მე - 7 რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურე, მანამდე კოვიდ – 19 გუდაუთის სოფელ ბამბორას ორ მცხოვრებს დაუდასტურდა, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა, უფრო ადრე კი, სოხუმში სოჭიდან დაბრუნებული ერთი ოჯახის სამ წევრს.
აპრილში ინფექცია გაგრის 3 მცხოვრებს დაუდგინდა, ორი მათგანი, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები