ტრაილერის მძღოლის კლასტერის 4 კონტაქტი ჩხოროწყუდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს
ჩხოროწყუდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 4 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო თვითიზოლაციაში 10 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“
დირექტორმა ნინო ჯომიდავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები არიან.
„კარანტინში ერთი ოჯახის წევრები გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. ისინი ერთ-ერთ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იყვნენ. დანარჩენი 10 ადამიანი კი შორეულ კონტაქტად ითვლება და თვითიზოლაციაში იმყოფება“,- ამბობს ჯომიდავა
ინფორმაციისთვის, ტრაილერის მძღოლის კლასტერს 7 ინფიცირებული უკავშირდება. 30-ზე მეტი დადასტურებული კონტაქტიდან უმეტესობა არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ანაკლიიის საკარანტინო სივრცეში იმყოფება.
ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იკვლევენ. ის ვარაუდობს, რომ კლასტერი გაფართოვდება.

მასალის გამოყენების პირობები