ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის 29 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
დღეს ზუგდიდის ინფქციურ საავადმყოფოში 94 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტიც, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. კიდევ 13 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები