სოხუმში კორონავირუსი კარანტინში მყოფ კიდევ ერთ კურსანტს დაუდასტურდა
კორონავირუსი სოხუმის საკარანტინო ზონაში მყოფ კიდევ ერთ კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული დღე - ღამის განმავლობაში ტესტირებს 90 ადამიანს ჩაუტარდა. დანარჩენი პასუხები უარყოფითია.
ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონვირუსით ინფიცირების 26 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები.

მასალის გამოყენების პირობები