ზუგდიდში დღეს კოვიდ19-ზე გამოკვლეული 101-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია.
აქედან, 1 ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, 3 - თვითიზოლაციიდან, მათ შორის 2 ასევე მძოლის კლასტერს განეკუთვნება, 16 - სხვადასხვა საავადმყოფოში, ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტი, 81 - სამედიცინო პერსონალი.
ინფორმაციისთვის, რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამჟამად კოვიდდადასტურებული 9 პაციენტი გადის მკურნალობას.
ერთი პაციენტი, რომელიც ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები