სოხუმში რუსეთიდან კურსანტების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა
აფხაზეთში კიდევ 10 კურსანტი დაბრუნდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა პროფილურ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. სტუდენტები "ფსოუს" გამშვები პუნქტიდან
სპეცტრასნპორტით სოხუმის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი, წერს "ნუჟნაია გაზეტა" . ამავე ცნობით, მათ აქვე ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.
ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში Сovid 19 - ით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა,
თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები.

მასალის გამოყენების პირობები