კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 4 კონტაქტს Covid-19 არ დაუდასტურდა 									
			
		
						
								
								საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდში დღის განმავლობაში 22 პირის ნიმუში გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის 4 პირი 
ტრაილერის მძღოლის კონტაქტია. ასევე გამოკვლეულთა შორის არიან კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მედპერსონალი. 
სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 730 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 522 პირია, გარდაცვლილი კი 12.
			
			
											სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 730 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 522 პირია, გარდაცვლილი კი 12.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები