ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კიდევ 19 კონტაქტს Covid-19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 78 პირის ნიმუში გაიტესტა.
ამავე ცნობით კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. გამოკვლეულთა შორის არიან მედიკოსები, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლის 19 კონტაქტს.
რაც შეეხება რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, 2 მათგანის პირველადი ანალიზი Covid 19-ზე უარყოფითია, 2-ს კი ვირუსის არსებობა ისევ დაუდგინდა.
სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 731 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 526 პირია, გარდაცვლილი კი 12.

მასალის გამოყენების პირობები