რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუხის მულტიპროფილურ კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი ჰყავს.
ამავე ცნობით, ორივე მათგანი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან 11 მაისს გადაიყვანეს.
სულ დღის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 21 ნიმუში გაიტესტა, ყველა მათგანი კოვიდ უარყოფითია. გამოკვლეულთა შორის არიან პაციენტები, კარანტინში მყოფი მოქალაქეები და მედიკოსები.
სპეციალურ საიტზე https://stopcov.ge/ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებული 537 პირია, გარდაცვლილი კი 12.

მასალის გამოყენების პირობები