სოხუმი: კორონავირუსისგან 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გუდაუთის საავადყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 11 კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება, წერს გამოცემა "აიაირა".
25 მაისის მონაცემებით, ტესტირება 50 ადამიანს ჩაუტარდა, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში Сovid -19 - ით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 15 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
26 მაისიდან, სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში სხვდასხვა სერვისის მისაღებად იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.
სოხუმმა პანდემიის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
25 მაისის მონაცემებით, ტესტირება 50 ადამიანს ჩაუტარდა, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
26 მაისიდან, სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში სხვდასხვა სერვისის მისაღებად იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.
სოხუმმა პანდემიის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები