ზუგდიდში კოვიდ19-ზე გატესტილი 266-ვე ნიმუში უარყოფითია, 30-მდე ტრაილერის მძღოლის კონტაქტია
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 266 ნიმუში
გაიტესტა და ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. კერძოდ, გამოიკვლიეს სხვადასხვა საავადმყოფოში ცხელების ნიშნით მოთავსებული 26 პაციენტი, 16 მედპერსონალს, 23 თვითიზოლაციაში მყოფი პირი (19 ე.წ ტრაილერის მძღოლის კონტაქტი), კარანტინიდან - 12 (10 ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერი), 189 - ფოთის ტირ–პარკის ტრაილერის მძღოლი.
მასალის გამოყენების პირობები