სოხუმის საკარანტინო ზონა რუსეთიდან ჩასულმა ყველა კურსანტმა დატოვა
სოხუმის საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ყველა სტუდენტმა
დატოვა, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, 1 - დან 30 მაისამდე კარანტინი 238 კურსანტმა გაიარა. სხვადასხვა დროს, მათი ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს და 20 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.

მასალის გამოყენების პირობები