ზუგდიდში გამოკვლეულ 127 პირს Covid - 19 არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 127 პირი გამოიკვლიეს, მათგან 12 პაციენტი იყო,
74 -სამედიცინო პერსონალი, 23 - თვითიზოლაციაში, ხოლო 18 - კარანტინში მყოფი ადამიანი. ყველას პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.კარანტინის რეჟიმში 2508 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

მასალის გამოყენების პირობები