ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 83 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 83 პირი იმყოფება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
ავრცელებს.ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 37 პირი რჩება. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1790 მოქალაქეზე.
გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid 19 -ზე 24 პირის ნიმუში გაიტესტა. მათ შორისაა 17 პაციენტი, 3 მედიკოსი და თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქე. მათგან 21 პასუხი უარყოფითია, ხოლო 3 კოვიდ-დადასტურებული პაციენტის ანალიზი კვლავ დადებითია და ისინი რუხის კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.
სრულად გამოჯანმრთელდა საავადმყოფოს კიდევ ერთ პაციენტი, რომელსაც კვლევა განმეორებით ჩაუტარდა. მას რუსეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. ის სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მასალის გამოყენების პირობები