სოხუმში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა									
			
		
						
								
								აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის 6 ივნისის მონაცემებით, 45 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან ერთს Covid -19 დაუდგინდა. 
ის, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია,  რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს,  წერს "აბხაზია ინფორმი".  ამავე ცნობით, სოხუმის საკარანტინო ზონა, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი 12 - მა კურსანტმა დატოვა.
ამ დროდმე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული, 8 კურსანტი გუდაუთის ჰოსპიტალში გადის სტაციონარულ მკურნალობას, 27 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.
			
			
											ამ დროდმე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული, 8 კურსანტი გუდაუთის ჰოსპიტალში გადის სტაციონარულ მკურნალობას, 27 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები