ანაკლია-განმუხურის კარანტინში მყოფ 14 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 34 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არის ცხელების კლინიკის 12 პაციენტი, 7 მედიკოსი, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში მყოფი 14 პირი
და თვითიზოლაციაში მყოფი 1 მოქალაქე. 33 მათგანის ანალიზის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება კოვიდ-დადასტურებულ პაციენტს, რომელსაც განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა, მისი პასუხი სუსტად დადებითია და ის რუხის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები